Saturday, October 3, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

დღე IX
                  ეს დღე წარმოადგენდა ძველად ნასწავლი მასალის გამეორებას, ახლის სწავლას, სხვათა პროექტების, გეგმების, სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების უმნიშვნელოვანეს დღეს. დღის ზუსტი განრიგი იყო შემდეგი:
           1 - გამეორება - კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს აქამდე შესრულებულ ნამუშევრებს, ჩვენს გეგმებს, ბლოგს, გავიხსენეთ ბლოგში მუშაობის აქამდე ნასწავლი. ვისწავლეთ ბლოგზე საათის, კალენდრის და დიზაინის დამატებითი გაფორმების ფუნქციები.
          2 - პროექტის პრეზენტაცია - ამ ნაწილში ტრენინგის ყველა მონაწილემ წარმოადგინა საკუთარი პროექტი და ისაუბრა მის აქტუალობასა და მოსწავლეთათვის მის მნიშვნელობაზე, ასევე დასახეს გეგმები თუ როგორ შეასრულებდნენ საკუთარ პროექტებს მოსწავლეებთან ერთად. მოვისმინეთ მნიშვნელოვანი რჩევები და გავუზიარეთ ერთმანეთს პროექტებზე მუშაობის საკუთარი გამოცდილება.
               3 - მუშოაბა ბლოგში - აქ ვისწავლეთ ბლოგის გვერდის შექმნა, მისამართის დაკავშირება სიტყვასთან, ფრაზასთან თუ მთლიან წინადადებასთან, ასევე ვისწავლეთ თუ რას წარმოადგენს HTML გაჯეტი და პრაქტიკულად ვიმუშავეთ. 
           4 - პროექტის შეჯამება - გამოითქვა სხვადასხვა ძალიან საინტერესო და გასათვალისწინებელი მოსაზრებები. მოვისმინეთ იმდენად გამოსადეგი სხვადასხვა ტიპის ინფორმაციაც რომ ტრენერს ვთხოვეთ ჩვენი ჯგუფის ყველა მონაწილის საკონტაქტოების გადმოგზავნა. მიხარია რომ უკვე მივიღე აღნიშნული სია მეილით ქალბატონი ქეთის დაპირებისამებრ. 
            გარდა ტრენინგით გათვალისწინებული პროგრამისა ტრენერმა დამატებით აგვიხსნა სხვადასხვა პროგრამების არსი და გამოყენება, მიგვითითა წყაროებიც თუ სად შევძლებდით დეტალური ინფორმაციის მოპოვებას და სად ვისწავლიდით ამ პროგრამებში მუშაობას. 
           ტრენინგის დასასრულს მოსალოდნელზე მეტად ემოციური გამოდგა ჩვენი დამშვიდობება. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს გულისხმიერებისა და კომპეტენტურობისათვის, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერი შეკითხვით შეგვიძლია მივმართოთ და გვქონდეს დროული და ადეკვატური პასუხის მიღების იმედი.