Saturday, October 3, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

დღე IX
                  ეს დღე წარმოადგენდა ძველად ნასწავლი მასალის გამეორებას, ახლის სწავლას, სხვათა პროექტების, გეგმების, სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების უმნიშვნელოვანეს დღეს. დღის ზუსტი განრიგი იყო შემდეგი:
           1 - გამეორება - კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს აქამდე შესრულებულ ნამუშევრებს, ჩვენს გეგმებს, ბლოგს, გავიხსენეთ ბლოგში მუშაობის აქამდე ნასწავლი. ვისწავლეთ ბლოგზე საათის, კალენდრის და დიზაინის დამატებითი გაფორმების ფუნქციები.
          2 - პროექტის პრეზენტაცია - ამ ნაწილში ტრენინგის ყველა მონაწილემ წარმოადგინა საკუთარი პროექტი და ისაუბრა მის აქტუალობასა და მოსწავლეთათვის მის მნიშვნელობაზე, ასევე დასახეს გეგმები თუ როგორ შეასრულებდნენ საკუთარ პროექტებს მოსწავლეებთან ერთად. მოვისმინეთ მნიშვნელოვანი რჩევები და გავუზიარეთ ერთმანეთს პროექტებზე მუშაობის საკუთარი გამოცდილება.
               3 - მუშოაბა ბლოგში - აქ ვისწავლეთ ბლოგის გვერდის შექმნა, მისამართის დაკავშირება სიტყვასთან, ფრაზასთან თუ მთლიან წინადადებასთან, ასევე ვისწავლეთ თუ რას წარმოადგენს HTML გაჯეტი და პრაქტიკულად ვიმუშავეთ. 
           4 - პროექტის შეჯამება - გამოითქვა სხვადასხვა ძალიან საინტერესო და გასათვალისწინებელი მოსაზრებები. მოვისმინეთ იმდენად გამოსადეგი სხვადასხვა ტიპის ინფორმაციაც რომ ტრენერს ვთხოვეთ ჩვენი ჯგუფის ყველა მონაწილის საკონტაქტოების გადმოგზავნა. მიხარია რომ უკვე მივიღე აღნიშნული სია მეილით ქალბატონი ქეთის დაპირებისამებრ. 
            გარდა ტრენინგით გათვალისწინებული პროგრამისა ტრენერმა დამატებით აგვიხსნა სხვადასხვა პროგრამების არსი და გამოყენება, მიგვითითა წყაროებიც თუ სად შევძლებდით დეტალური ინფორმაციის მოპოვებას და სად ვისწავლიდით ამ პროგრამებში მუშაობას. 
           ტრენინგის დასასრულს მოსალოდნელზე მეტად ემოციური გამოდგა ჩვენი დამშვიდობება. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს გულისხმიერებისა და კომპეტენტურობისათვის, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერი შეკითხვით შეგვიძლია მივმართოთ და გვქონდეს დროული და ადეკვატური პასუხის მიღების იმედი.

Sunday, September 27, 2015

პროექტის მერვე დღე

დღე VIII 
          დღევანდელი დღის წესრიგი მოიცავდა შემდეგს: 
   1) გამეორება - გავიხსენეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის დავალებების შერჩევაზე გარდნერის მიხედვით. 
   2) ფასილიტაციის რესურსის შექმნა - ტრენერმა აგვიხსნა ზოგადად ფასილიტაციის მნიშვნელობა/რაობა. განგვიმარტა მისი მნიშვნელობა. შევქმენით შესაბამისი ახალი Power Point-ის პრეზენტაციები, სადაც გარკვევით გავეცით მოსწავლეებზე რჩევები, რეკომენდაციები და დავალებები იმის შესახებ თუ როგორ უნდა ემუშავათ ჩვენს პროექტზე სხვადასხვა ეტაპებზე. ამისათვის დავიხმარეთ პროექტის გეგმის დოკუმენტი.  ტრენერმა ასევე გვესაუბრა სხვადასხვა ტიპის ელ. სასწავლო რესურსების არსებობაზე, გაგვაცნო რამოდენიმე მათგანი და ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია თუ სად უნდა მოგვეძიებინა და როგორ გვემუშავა მათზე. 
   3) პროექტის პორთფოლიოს გადახედვა - ტრენინგის მსვლელობის ამ ეტაპზე შევედით ჩვენს მიერ შექმნილ საქაღალდეებში და გულდასმით გადავხედეთ თითოეულ მათგანს, ვნახეთ რაიმე დოკუმენტი ხომ არ გვაკლდა ან თუ სწორად გვქონდა ფოლდერებში გადანაწილებული შესაბამისი დოკუმენტები. ინგლისურენოვან დოკუმენტებს გადავარქვით ქართულად ხოლო დანარჩენ დოკუმენტებს შევურჩიეთ ზუსტი აღმნიშვნელი სახელები რათა საჭიროების შემთხვევაში ადვილად ვიპოვოთ რასაც ვეძებთ და ზუსტად ვიცოდეთ რომელ დოკუმენტში რა გვაქვს.
   4) ბლოგზე მუშაობა - გადავედით ელფოსტიდან ბლოგზე და გავიხსენეთ ძველად ნასწავლი მენიუს რამოდენიმე ასპექტი: ფონის შეცვლა, სახელის შეცვლა, გაჯეტები: გამოკითხვის და სურათის. ასევე ვისწავლეთ დამატებით კიდევ ერთი ე. წ. სიის გაჯეტი. 
    მანამდე ვისწავლეთ თუ რას წარმოადგენს Drive და რა მნიშვნელობა აქვს მას ინფორმაციის შენახვისთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით მის უნიკალურობაში. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა ავტვირთოთ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია აქ და როგორ შეგვიძლია გავუზიაროთ სხვებს ან როგორ წავშალოთ, შევიტანოთ ცვლილებები და რაც მთავარია როგორ ავტვირთოთ აქედან ბლოგზე რაიმე. 
           ჩვენს ბლოგში link list-ის გაჯეტში ავტვირთეთ ჩვენი პორთფოლიოს საქაღალდე.
                

Saturday, September 26, 2015

პროექტის მეშვიდე დღე

დღე VII
1 - გამეორება - დღევანდელ დღეს გავიხსენეთ წინა შეკრებაზე ნასწავლი მასალები. მივიღეთ დამატებითი ინფორმაციები/რეკომენდაციები.
2 - ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება - შევქმენით ვორდის დოკუმენტი სადაც გავიხსენეთ საკუთარი მოსწავლეების ტიპები და შესაძლებლობები, აქედან გამომდინარე განვსაზღვრეთ თუ რომელი უნარების მქონე მოსწავლეს რა გამორჩეული დავალებები შეიძლება რომ დავავალოთ და როგორ შევაფასებთ მათ. მაგალითად ბავშვები რომელნიც გამოირჩევიან ძალიან დაბალი ან მაღალი აკადემიური მოსწრებით. 
3 - პროექტის გეგმაზე მუშაობა - განვაგრძეთ საკუთარი პროექტების გეგმებზე მუშაობა, შევავსეთ ცარიელი გრაფები. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პროექტის ეტაპების განსაზღვრა და თითოეულ ეტაპზე ზუსტი ქმედებების განსაზღვრა. 
დღევანდელი დღე იყო საკმაოდ შრომატევადი და მნიშვნელოვანი.

Sunday, September 13, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

დღე VI
1) გამეორება.
2) მოსწავლის პრეზენტაცია - განვიხილეთ თუ როგორი უნდა იყოს მოსწავლის სრულყოფილი პრეზენტაცია, კიდევ ერთხელ ვიუშავეთ Power Point-ში და შევადგინეთ მოსწავლის პრეზენტაცია რომელიც უნდა მოიცავედს შემდეგ სლაიდებს: თავფურცელი, პრობლემა (აქტუალობა), მიზანი, პროექტის მიმდინარეობა, შედეგები (დასკვნა), პრობლემის გადაჭრის გზა, ბიბლიოგრაფია.
3) მოსწავლეთა პროეტების შეფასება - რუბრიკები - დავადგინეთ თუ როგორი შეიძლება იყოს თითოეული ეტაპის კარგი რუბრიკა, საილუსტრაციოდ გადავხედეთ და გავეცანით სახელმძღვანელოში რესურსებიდან სხვადასხვა თემების რუბრიკებს. ავტვირთეთ შეფასების საქაღალდეში ნიმუშებად.
4) პროექტის გეგმის გადახედვა და საკუთარი პროექტის გეგმის შემუშავება - გავამახვილეთ ყურადღება იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პროცედურების ველის შევსება ჩვენს გეგმებში, სადაც დეტალურად გავწერთ თუ რა ეტაპებისგან შედგება ჩვენი პროექტი და რა აქტივობებს მოიცავს თითოეული მათგანი.

ტრენინგის მეხუთე დღე

დღე V
1) გამეორება - გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი მასალები.
2) საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურს შაბლონები.
3) ურთიერთშეფასება - კომენტარები ბლოგზე - ვისწავლეთ დამატებითი ინსტრუმენტები ბლოგზე, შევედით სხვების ბლოგებზე და დავტოვეთ კომენტარები, ვისწავლეთ თუ როგორ წავშალოთ არასასურველი კომენტარებიც.
4) მუშაობა ბლოგში - გაჯეტები - მოსწავლის ბლოგის შექმნა - ტრენერმა აგვიხსნა თუ რა დანიშნულება აქვს გაჯეტებს, სად მდებარეობს და როგორ გამოვიყენოთ იგი. ვისწავლეთ სიის, სურათის და სხვ. გაჯეტები. შევქმენით მოსწავლის ბლოგიც. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ პროფილის სრულყოფისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტები.
          დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში ტექნოლოგიების უნარჩვევების ფლობა და გამოყენება.

Wednesday, September 9, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

დღე IV
     ტრენინგის მეოთხე დღისთვის დაგეგმილი აქტივობები მოიცავდა შემდეგ თმებს: 
1 - გამეორება - გავიეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა და უნარები.
2 - შეფასების სხვადასხვა მეთოდების გაცნობა - გავიხსენეთ და გავეცანით შეფასების სხვადასხვა ტიპებს და იმას თუ როგორ გამოვიყენებთ მათ ჩვენს პროექტში.
3 - დროში დაწერილი შეფასების გეგმა - ვისწავლეთ პროექტის დასაწყისში, მისი მსვლელობისას და დასასრულს არსებული შეფასების ტიპებს და შესაბამის აქტივობებს,
4 - პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაცია - გავიხსენეთ Power Point-ში მუშაობა. ტრენერმა დაგვიწერა დაფაზე და გვასწავლა თუ რა უნდა ჩაგვეწერა თითოეულ სლაიდში. ჩვენს მიერ შედგენილი პროექტის გეგმების დახმარებით გაავკეთეთ პორთფოლის პრეზენტაცია.
     ისე დავუბრუნდით ბლოგს და გავიხსენეთ მასზე მუშაობა და შევისწავლეთ ახალი ტექნიკა.
     დღევანდელი დღე იყო დატვირთული და საინტერესო. მიღებული ცოდნა პირდაპირ აისახება ჩვენს პედაგოგიურ საქმიანობაში.

Tuesday, September 8, 2015

ტრენინგის მესამე დღე

დღე III
          ტრენინგის მესამე დღე ჩვეულებისამებრ დაიწყო დაფაზე დაწერილი გეგმის გაცნობით თუ რა უნდა გაგვევლო დღევანდელ დღეს.
1 - გამეორება - აც მოიცავდა კიდევ ერთხელ დეტალურად გამეორება-განხილვას წინა დღის ნასწავი მასალებისა.
2 - პროექტის გეგმაზე მუშაობა - რომელიც მოიცავს შემდეგს: ა) სტანდარტის დადგენა, ბ) მიზნის განსაზღვრა, გ) მიმართულების მიმცემი კითხვები.
          მოვიძიეთ სახელმძღვანელოში შესაბამისი მასალები, გვეცანით და რამოდენიმე მზა დოკუმენტი ჩამოვტვირთეთ და სევინაეთ ჩვენი ფოლდერის რესურსებში. საინტერესო და გამოსადეგი სიტყვებით იყო დატვირთული ბლუმის ტაქსონომია და 21 საუკუნის უნარჩვევების დოკუმენტები. გავხსენით საკუთარი პროექტების გეგმები (შაბლონი) და დავიწყეთ მისი შევსება. დავიხმარეთ სახელმძღვანელოდან მიღებული ცოდნა და ასევე საილუსტრაციოდ მოყვანილი სხვათა პროექტები.
           საკმაოდ დატვირთული, ინფორმაციული, შრომატევადი და ნაყოფიერი დღე გამოვიდა.