დღე III
ტრენინგის მესამე დღე ჩვეულებისამებრ დაიწყო დაფაზე დაწერილი გეგმის გაცნობით თუ რა უნდა გაგვევლო დღევანდელ დღეს.1 - გამეორება - აც მოიცავდა კიდევ ერთხელ დეტალურად გამეორება-განხილვას წინა დღის ნასწავი მასალებისა.
2 - პროექტის გეგმაზე მუშაობა - რომელიც მოიცავს შემდეგს: ა) სტანდარტის დადგენა, ბ) მიზნის განსაზღვრა, გ) მიმართულების მიმცემი კითხვები.
მოვიძიეთ სახელმძღვანელოში შესაბამისი მასალები, გვეცანით და რამოდენიმე მზა დოკუმენტი ჩამოვტვირთეთ და სევინაეთ ჩვენი ფოლდერის რესურსებში. საინტერესო და გამოსადეგი სიტყვებით იყო დატვირთული ბლუმის ტაქსონომია და 21 საუკუნის უნარჩვევების დოკუმენტები. გავხსენით საკუთარი პროექტების გეგმები (შაბლონი) და დავიწყეთ მისი შევსება. დავიხმარეთ სახელმძღვანელოდან მიღებული ცოდნა და ასევე საილუსტრაციოდ მოყვანილი სხვათა პროექტები.
საკმაოდ დატვირთული, ინფორმაციული, შრომატევადი და ნაყოფიერი დღე გამოვიდა.
No comments:
Post a Comment