დღე VIII
დღევანდელი დღის წესრიგი მოიცავდა შემდეგს:
1) გამეორება - გავიხსენეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის დავალებების შერჩევაზე გარდნერის მიხედვით.
2) ფასილიტაციის რესურსის შექმნა - ტრენერმა აგვიხსნა ზოგადად ფასილიტაციის მნიშვნელობა/რაობა. განგვიმარტა მისი მნიშვნელობა. შევქმენით შესაბამისი ახალი Power Point-ის პრეზენტაციები, სადაც გარკვევით გავეცით მოსწავლეებზე რჩევები, რეკომენდაციები და დავალებები იმის შესახებ თუ როგორ უნდა ემუშავათ ჩვენს პროექტზე სხვადასხვა ეტაპებზე. ამისათვის დავიხმარეთ პროექტის გეგმის დოკუმენტი. ტრენერმა ასევე გვესაუბრა სხვადასხვა ტიპის ელ. სასწავლო რესურსების არსებობაზე, გაგვაცნო რამოდენიმე მათგანი და ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია თუ სად უნდა მოგვეძიებინა და როგორ გვემუშავა მათზე.
3) პროექტის პორთფოლიოს გადახედვა - ტრენინგის მსვლელობის ამ ეტაპზე შევედით ჩვენს მიერ შექმნილ საქაღალდეებში და გულდასმით გადავხედეთ თითოეულ მათგანს, ვნახეთ რაიმე დოკუმენტი ხომ არ გვაკლდა ან თუ სწორად გვქონდა ფოლდერებში გადანაწილებული შესაბამისი დოკუმენტები. ინგლისურენოვან დოკუმენტებს გადავარქვით ქართულად ხოლო დანარჩენ დოკუმენტებს შევურჩიეთ ზუსტი აღმნიშვნელი სახელები რათა საჭიროების შემთხვევაში ადვილად ვიპოვოთ რასაც ვეძებთ და ზუსტად ვიცოდეთ რომელ დოკუმენტში რა გვაქვს.
4) ბლოგზე მუშაობა - გადავედით ელფოსტიდან ბლოგზე და გავიხსენეთ ძველად ნასწავლი მენიუს რამოდენიმე ასპექტი: ფონის შეცვლა, სახელის შეცვლა, გაჯეტები: გამოკითხვის და სურათის. ასევე ვისწავლეთ დამატებით კიდევ ერთი ე. წ. სიის გაჯეტი.
მანამდე ვისწავლეთ თუ რას წარმოადგენს Drive და რა მნიშვნელობა აქვს მას ინფორმაციის შენახვისთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით მის უნიკალურობაში. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა ავტვირთოთ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია აქ და როგორ შეგვიძლია გავუზიაროთ სხვებს ან როგორ წავშალოთ, შევიტანოთ ცვლილებები და რაც მთავარია როგორ ავტვირთოთ აქედან ბლოგზე რაიმე.
ჩვენს ბლოგში link list-ის გაჯეტში ავტვირთეთ ჩვენი პორთფოლიოს საქაღალდე.
No comments:
Post a Comment