Sunday, September 6, 2015

ტრენინგის მეორე დღე

დღე II

დღესაც პირველ რიგში გავეცანით მეორე დღეს გასავლელ თემებს:

1 - საშინაო დავალება - პროექტების მიოხილვა - ჩვენი მომავალი პროექტისთვის წარვადგინეთ უკვე მოფიქრებული სათაურები. მოკლედ განვიხილეთ და დავსახეთ შესრულების გზები.
2 -  წინა დღის მასალის გამეორება - ტრენერმა გაგვამეორებინა არა მხოლოდ წინა დღეს ნასწავლი მასალების გამეორება, 
3 - არამედ გაგვახსენა word-ის დკუმენტში მუშაობის მეთოდები, მრავალფეროვანი ინსტრუმენტები  ვინაიდან ბუკლეტის შექმნისათვის დაგვჭირდებოდა.
4 - ბუკეტის დამზადება - აგვიხსნა თითოეული ტექნიკური დეტალი, ასევე ვისწავლეთი შინაარსობლივი მხარე. ვისწავლეთ ზოგადად ბუკლეტის მნიშვნელობა/დანიშნუება ყოველ პროექტში. ვიმუშავეთ ბუკლეტების დამზადებაზე. 
5 - მუშაობა ბლოგში - ისევ მივუბრუნდით ჩვენს ბლოგებს და კიდევ რამდენიმე დამატებითი ფუნქციები შევისწავლეთ. (ბლოგში სურათის ჩასმა და მისი რედაქტირება ზომის და მდებარეობის მიხედვით, ასევე მისი წაშლა, პოსტის თარიღის შეცვლა. პოსტის ჩასწორება/დამატება).
ტრენერმა ისევ შეგვახსენა მომავალი ტრენინგის თარიღი, დრო და დაგვემშვიდობა.
დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ იმდენად რამდენადაც მრავალფეროვანი იყო შესასწავლი მასალები და ნათლად დავინახე თითოეულის გამოყენების საჭიროება პედაგოგიურ საქმიანობაში. გთავაზობთ დაუსრულებელ ბუკლეტს:

No comments:

Post a Comment