დღე I
დღეისათვის ტრენინგზე გამოცხადებისთანავე დაგვხვდა პირველი დღის გასავლელი თემები:
1 - გაცნობა - თითოეულმა პედაგოგმა წარმოადგინა საკუთარი თავი, სპეციალობა და სკოლა, ხოლო ტრენერმა გვამცნო რომ ზოგადად ეს კურსი ითვალისწინებს პროექტების შექმნას. გავიარეთ საორგანიზაციო საკითხები.
2 - ინტელის ძირითადი კურსის გაცნობა - სიღრმისეულად გავეცანით თავად ამ ტრენინგის მნიშვნელობას, ფუნქციას.
3 - გზამკვლევის გაცნობა - ჩვენ მოვინიშნეთ რაოდენიმე სასარგებლო ლინკი. გავეცანით ეს რესურსებს სადაც შევძლებთ ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის მიღებას სასწავლო პროცესის უკეთ განხორციელებისთვის.
4 - პორთფოლიოს საქაღალდის შექმნა - ჩვენ დესკტოპებზე შევქმენით შემდეგი საქაღალდეები: მაიკო გოგიჩაიშვილი - კურსის რესურსები - მოსწავლის ნიმუში - სასწავლო პროექტის გეგმა - სასწავლო პროექტის დამხმარე - სურათები, აუდიო, ვიდეო - საავტორო უფლებები - შეფასებები.
5 - კურსის რესურსების გაცნობა - შენახვა - რამოდენიმე დოკუმენტი ჩამოვტვირთეთ და შევინახეთ საქაღალდეებში: კურსის რესურსები და სასწავლო პროექტის გეგმა. გავეცანით თითოეულ დოკუმენტს. გავიაზრეთ თუ როგორ დაგვეხმარება იგი საკუთარი პროექტის შექმნისას.
6 - პროექტების განხილვა - განვიხილეთ თუ როგორი შეიძლება იყოს კარგი პროექტი და რა კომპონენტებს უნდა მოიცავდეს იგი.
7 - ბლოგის შექმნა - შევქმენით ტრენერის დახმარებით საკუთარი ბლოგები, მასწავლებელთა ნაწილს ელ ფოსტების შექმნაც მოუწიათ ტრენერის დახმარებით.
დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ, თუ ტრენინგის დასაწყისში მეგონა ვერ შევძლებდი ამ ხანგრძლივობის ტრენინგის სრულფასოვნად მოსმენა/ათვისებას, დღის ბოლოს სრულიად კმაყოფილი და ნაკლებად დაღლილი ვარ.
მართლაც რომ საოცრად ნაყოფიერი დღეები გავიარეთ.ქალბატონ ქეთის ტრენინგების დახმარებით ბევრი რამ ვისწავლეთ,იმედი მაქვს მე და შენ აქ მიღებულ ცოდნას სკოლაში მუშაობის დროს გამივიყენებთ.შენი ბლოგი ძალიან ლამაზი და სრულყოფილად დაწერილია.მართლა იმსახურებ შექებას.
ReplyDeleteმართლაც რომ საოცრად ნაყოფიერი დღეები გავიარეთ.ქალბატონ ქეთის ტრენინგების დახმარებით ბევრი რამ ვისწავლეთ,იმედი მაქვს მე და შენ აქ მიღებულ ცოდნას სკოლაში მუშაობის დროს გამივიყენებთ.შენი ბლოგი ძალიან ლამაზი და სრულყოფილად დაწერილია.მართლა იმსახურებ შექებას.
ReplyDelete